`ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ~ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №23 |
|
2012 წლის 27 დეკემბერი ქ. ქუთაისი |
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2044 და №2047 განკარგულებებით მოწონებულ იქნა, შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი და საქართველოს მთავრობას, სს”საპარტნიორო ფონდს”, ღია სააქციო საზოგადოება ”ინტერ რაო ეეს”-ს, სს”თელასს”, შპს”მტკვარი ენერგეტიკას”, სს”ხრამჰესი-1”-სა და სს”ხრამჰესი-2”-ს შორის დასადები მემორანდუმი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის № 33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, № 175, მუხ. 1791) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე- 8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სს „თელასის“ განაწილების ზღვრული ტარიფები სს „თელასის“ ელექტროენერგიის განაწილების ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:
" |
2.
91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"მუხლი 91. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის განაწილების ზღვრული ტარიფები 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით ძაბვების მიხედვით:
" |
|
ძაბვის საფეხური |
2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით |
|
220-380ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) |
13,56 თეთრი/კვტსთ;
|
|
6-10 კილოვოლტი |
12,618 თეთრი/კვტსთ; |
|
35-110 კილოვოლტი |
7,28 თეთრი/კვტსთ |
|
მოხმარების საფეხური |
2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით |
|
101 კვტსთ-ის ჩათვლით
|
8,424 თეთრი/კვტსთ; |
|
101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით |
10,56 თეთრი/კვტსთ; |
|
301 კვტსთ-დან და მეტი |
14,998 თეთრი/კვტსთ;
|
”
4.
111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111 . სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით 1. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით: ა) 220-380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) – 13,56 თეთრი/კვტსთ; ბ) 6-10 კილოვოლტი - 9,968 თეთრი/კვტსთ; გ) 35-110 კილოვოლტი - 8,274 თეთრი/კვტსთ; 2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში (სს„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის(მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში): ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით - 8 ,00 თეთრი/კვტსთ; ბ) 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 11,00 თეთრი/კვტსთ; გ) 301 კვტსთ-დან და მეტი - 14,83 თეთრი/კვტსთ.” |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
|
|