`ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ~ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №3 |
|
2013 წლის 3 აპრილი ქ. ქუთაისი |
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №299 და 2013 წლის 29 მარტის №300 განკარგულებებით მოწონებულ იქნა, შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და სს„ენერგო-პრო ჯორჯიას” შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი და საქართველოს მთავრობას, სს„საპარტნიორო ფონდს”, ღია სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო ეეს”-ს, სს„თელასს”, შპს„მტკვარი ენერგეტიკას”, სს„ხრამჰესი-1”-სა და სს”ხრამჰესი-2”-ს შორის დასადები მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმების თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფები უმცირდებათ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს (მოსახლეობა), რომლებიც მოიხმარენ 101 კვტსთ - ის ჩათვლით ელექტროენერგიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე- 8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სს „თელასის“ განაწილების ზღვრული ტარიფები სს „თელასის“ ელექტროენერგიის განაწილების ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:
|
2.
91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 91. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის განაწილების ზღვრული ტარიფები 2013 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე ძაბვების მიხედვით:
|
3.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სს „თელასის“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები 1. სს „თელასის“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:
2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის(მოსახლეობისათვის), რომლებიც წარმოადგენენ სს „თელასის“ აბონენტებს 220/380 ვოლტ ძაბვაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):
” |
4.
111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები 2013 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე 1. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით: ა) 220-380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) – 13,56 თეთრი/კვტსთ; ბ) 6-10 კილოვოლტი – 9,968 თეთრი/კვტსთ; გ) 35-110 კილოვოლტი – 8,274 თეთრი/კვტსთ. 2.მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის(მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში): ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით - 7,63 თეთრი/კვტსთ; ბ)101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 11,00 თეთრი/კვტსთ; გ) 301 კვტსთ-დან და მეტი - 14,83 თეთრი/კვტსთ.” |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 აპრილიდან. |
|