სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლებისა, არის:

ა) კერძო აღმასრულებლის წერილობითი განცხადება თავისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს;

ბ) კერძო აღმასრულებლის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) ამ კანონის 1411 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;

დ) კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;

ე) კერძო აღმასრულებლისათვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ვ) კერძო აღმასრულებლისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სააღსრულებო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

ზ) ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების მნიშვნელოვნად ან სისტემატურად დარღვევა, რაც არსებით ზიანს აყენებს კერძო ან საჯარო ინტერესებს;

თ) კერძო აღმასრულებლისათვის შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

ი) ამ კანონის 1413 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0
6
.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3383 - ვებგვერდი,  31.03.2015