მუხლი 252. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააღსრულებო ფურცელი
თავი V — აღსრულება
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სააღსრულებო ფურცელს გამოსცემს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ელექტრონულად ეგზავნება, რაც სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველია.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №883 – ვებგვერდი, 04.08.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.08.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
მუხლი 10. საურავის დარიცხვა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერა— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 10. საურავის დარიცხვა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერა— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ