1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებასა თუ ჩატარებაში. ამასთან, მათი სურვილით შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობის, მათ შორის, კონტრაქტით თანამშრომლობის, კონფიდენციალობა. ეს პირები ვალდებულნი არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია აღნიშნულ ორგანოებს, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის.
2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს, მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური მდგომარეობის, ენის, განათლების, პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური მრწამსის მიუხედავად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3392 – ვებგვერდი, 24.09.2018