1. ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ მიზანს წარმოადგენს უცხოეთის უმაღლეს საგნმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების დაფინანსება.
2. ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“ მიზანს წარმოადგენს:
ა) განსაკუთრებით ნიჭიერი და მაღალი შეფასების მქონე პირების უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობა;
ბ) პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ სწავლაში ხელშეწყობა.
3. „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ მიზანს წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისა და სწავლის პერიოდში საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებ