ამ დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ საკონკურსო კომისიას ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც:
ა) იღებს ყველა განაცხადს, რომელიც აკმაყოფილებს კანდიდატის შესარჩევ პირობებს და განსახილველად გადასცემს სპეციალურ საკონკურსო კომისიას;
ბ) კანდიდატს აწვდის ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია სასწავლო პროგრამასთან. ასევე კანდიდატს აცნობებს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილებისა თუ ხარვეზების თაობაზე.
გ) ახორციელებს ,,ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;
დ) იღებს ყველა ზომას პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსების პირის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე გადარიცხვის უზრუნველსაყოფად, დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ვადებში;
ე) სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ ამ დანართის მე-7 მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დებს ხელშეკრულებებს ,,ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთა