1. ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი:
ა) რომელსაც მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ჩარიცხულია უცხოეთის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამაზე, ასაკი არ აღემატება 35 წელს და რომლის:
ა.ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო მაჩვენებელი არანაკლებია შესაბამისი შეფასების სისტემის მიხედვით განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 80%-ისა, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის პირველი სემესტრის დაწყებამდე დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში;
ა.ბ) უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურაში სწავლისას მიღებული შეფასების საშუალო მაჩვენებელი არანაკლებია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 80%-ისა, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის პირველი სემესტრის დასრულების შემდგომ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ) რომელიც ჩარიცხულია უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სადოქტორო პროგრამაზე და მოპოვებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება მინიმუმ 50%-ის ოდენობით.
2. ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ ჩვევებისა და სწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი, რომელიც არის სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებული, ჩაბარებული აქვს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე და რომლის:
ა) ზოგადი განათლების დამამათავრებელ კლასში მიღებული შეფასებების საშუალო მაჩვენებელი არანაკლებია შესაბამისი შეფასების სისტემის მიხედვით განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 80%-ისა, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში სწავლის პირველი სემესტრის დაწყებამდე დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ) უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატში სწავლისას მიღებული შეფასების საშუალო მაჩვენებელი არანაკლებია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 80%-ისა, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში სწავლის პირველი სემესტრის დასრულების შემდგომ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში.
3. „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ჩაირიცხებიან საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზ