1. პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსება გაიცემა შემდეგი წესით:
ა) პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსება სრულად ან ნაწილობრივ ფარავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრის, მაგისტრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით სწავლისა და სწავლის პერიოდში საქართველოში/უცხოეთში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული:
ბ.ა) სწავლის ხარჯები მოიცავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაწესებულ სწავლის საფასურს;
ბ.ბ) სწავლის პერიოდში საქართველოში/უცხოეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს:
ბ.ბ.ა)მგზავრობის ხარჯებს;
ბ.ბ.ბ) კვების ხარჯებს;
ბ.ბ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ბ.გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს:
ბ.გ.ა) პრაქტიკის გავლის ხარჯებს;
ბ.გ.ბ) მგზავრობის ხარჯებს თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას სადაც მდებარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ბ.გ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას სადაც მდებარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კანდიდატებთან ამ დანართით გათვალისწინებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოს მათთვის გამოყოფილი დაფინანსების გადარიცხვა კანდიდატის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მითითებული პერიოდულობით - სრულად ან ნაწილ-ნაწილ.
2. ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში დაფინანსებული პირი ვალდებულია უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის განმავლობაში, პირველი სასწავლო წლის შემდგომ მიიღოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების არანაკლებ 80%.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტისა და მომავალში პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველ