1. შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. თუ შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი დასაქმებულია, იგი ვალდებულია გააფრთხილოს დამსაქმებელი არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

„მუხლი 38. შრომითი ხელშეკრულები
ს შეწყვეტის წესი

1. დამსაქმებლის მიერ
ამ კოდექსის 37-ე მუხლის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით30 კალენდარული დღის ვადაში.

2. ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.

3.
დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან
7 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.

4. დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

5. დასაქმებულს უფლება აქვს წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს გადაწყვეტილება  ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

6. თუ დამსაქმებელი მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება  ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში
დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

7
.
სასამართლოს

მიერ

დასაქმებულთან

შრომითი

ხელშეკრულების

შეწყვეტის

შესახებ

დამსაქმებლის

გადაწყვეტილების

ბათილად

ცნობის

შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით,დამსაქმებელი

ვალდებულია
,პირვანდელ

სამუშაო

ადგილზე

აღადგინოს

პირი
,რომელსაც

შეუწყდა

შრომითი

ურთიერთობა,ან

უზრუნველყოს

ის

ტოლფასი

სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

„მუხლი

381.

მასობრივი

დათხოვნა

1.
ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით 15 კალდენდარული დღის განმავლობაში სულ მცირე 50 დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის (მასობრივი დათხოვნის) შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია მასობრივ დათხოვნამდე სულ მცირე 15 კალენდარული დღით ადრე
წერილობითი

შეტყობინება

გაუგზავნოს საქართველოს

შრომის
,ჯანმრთელობისა

და

სოციალური

დაცვის
სა
მინისტროს

და

იმ

დასაქმებულებს
,რომელთაც
უწყდებათ შრომითი ხელშეკრულება
.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი

წერილობითი

შეტყობინების გაგზავნა სავალდებულოა:

ა)
მასობრივ
დათხოვნამდე არა უგვიანეს 15
დღისა
,როდესაც
შრომითი ხელშეკრულება
უწყდება არანაკლებ
50 დასაქმებულს

ორგანიზაციაში, სადაც დასაქმებულია არანაკლებ 100 და არაუმეტეს 200 ადამიანისა;

ბ)
მასობრივ
დათხოვნამდე არა უგვიანეს 20
დღისა
,როდესაც
შრომითი ხელშეკრულება
უწყდება
დასაქმებულთა
არანაკლებ
70 დასაქმებულს

ორგანიზაციაში, სადაც დასაქმებულია
არანაკლებ
200
და

არაუმეტეს
500
ადამიანისა;

გ)
მასობრივ
დათხოვნამდე არა უგვიანეს 30
დღისა
,როდესაც
შრომითი ხელშეკრულება
უწყდება არანაკლებ
100 დასაქმებულს ორგანიზაციაში, სადაც დასაქმებულია
არანაკლებ
500
ადამიანისა