„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 463) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლა, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს. ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, გატარებული იქნება აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, მისი მოძრაობა დასაშვებია საპატრულო პოლიციიდან რეკომენდაციის მიღების შემდგომ;“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI თავი:
„VI
გარდამავალი დებულებანი
„მუხლი 28. გარდამავალი დებულებანი
2008 წლის 15 აგვისტომდე:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გაცემის წესში სათანადო ცვლილებების შეტანა;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ უზრუნველყოს „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ“ აფხაზეთის 2006 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისობა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონთან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 27 ივნისი.
№68–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2008.
- როდის იქნა მიღებული „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.06.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №68. სარეგისტრაციო კოდი — 310.090.000.05.001.003.210.
- სად არის „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №68, 27.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.05.001.003.210 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18640/