1.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა (შემდგომში – თანამშრომელი) ეთიკის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მიზანია:
ა)
საზოგადოებაში სამსახურის პრესტიჟის ამაღლება;
ბ)
სამსახურისადმი საზოგადოების წევრთა ნდობისა და პატივისცემის განმტკიცება;
გ)
თანამშრომელთა ქცევის ნორმების დამკვიდრება.
2.
კოდექსის ამოცანაა:
ა)
თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის პროფესიონალური განხორციელება;
ბ)
პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი თანამშრომელთა ერთგულების განმტკიცება;
გ)
თანამდებობის შესაბამისი პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების განმტკიცება თანამშრომელთა საქმიანობაში;
დ)
ადამიანის უფლებათა დაცვა საყოველთაოდ მიღებული სტანდარტებით;
ე)
თანამშრომელთა მაღალი ზნეობის გამტკიცება;
ვ)
თანამშრომელთა მხრიდან რეპუტაციის შემლახავი არაეთიკური ან უკანონო საქციელის თავიდან არიდება;
ზ)
სამსახურებრივ და პირად საქმიანობაში თანამშრომლის მიერ კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვ