1.
თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან საჩუქრის, ან ნებისმიერი სახის სარგებლის მიღებისაგან და ურთიერთობისაგან, თუ ამგვარი ქმედება წარმოადგენს მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას, ან შესაძლოა მომავალში მოახდინოს ასეთი ზეგავლენა.
2.
თითოეული თანამშრომელი შეურიგებელი უნდა იყოს კორუფციის ნებისმიერი გამოვლინებისადმი. იგი ვალდებულია კორუფციის ფაქტების შესახებ მოახსენოს ზემდგომ თანამდებობის პირებს.
3.
თანამშრომელმა არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და არ უნდა გამოიყენოს იგი კანონსაწინააღმდეგო ინტერესებისათვის