1.
თანამშრომლის მიერ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. კოდექსის დარღვევით განხორციელებული ქმედება ჩაითვლება ბათილად და ვერ წარმოშობს სამართლებრივი მნიშვნელობის შედეგებს.
2.
სამსახურის ნებისმიერი რანგის ხელმძღვანელი პირის მოვალეობებში შედის დაქვემდებარებულ თანამშრომელთა ქცევის ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი. ცალკეულ შემთხვევაში ხელმძღვანელი შეიძლება შემოიფარგლოს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებთან გასაუბრებით, რასაც შეიძლება მიეცეს ინსტრუქტაჟის სახე და მას ექნება ზეპირი გაფრთხილების დატვირთვა.
3.
თანამშრომელს უფლება აქვს დაასაბუთოს საკუთარი ქმედების შესაბამისობა კოდექსის ძირითად პრინციპებთან და განმარტოს აღნიშნული ქმედების მოტივაცია.
4.
ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე სამსახურის გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას და სამსახურის უფროსს წარუდგენს შემოწმების მასალებს, ასევე წინადადებებს მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 25.12.2025
მუხლი 6. კოდექსის აღსრულების მექანიზმი
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №318, 04.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1880953/muxli-6/