ერთობლივი კომუნიკე „სეიშელის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველომ და სეიშელის რესპუბლიკამ, ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით განავითარონ და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე და დაამყარეს საკონსულო ურთიერთობები წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან.
ორივე სახელმწიფოს განზრახული აქვს გამოხატოს თავისი რწმენა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ელჩების გაცვლა ორ ქვეყანას შორის შეესაბამება თავიანთ ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საყოველთაო მშვიდობის გაძლიერებას.
საქართველო და სეიშელის რესპუბლიკა, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტური ნორმებით, თანხმდებიან, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
ორივე სახელმწიფო თანხმდება, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილს ხელმოწერილი „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილს ხელმოწერილი „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა პირებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს ინგლისურ და ქართულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტიკურია.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2013 წლის 15 მარტს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთობლივი კომუნიკე „სეიშელის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე „სეიშელის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „ერთობლივი კომუნიკე „სეიშელის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““?
- „ერთობლივი კომუნიკე „სეიშელის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““ მიღებულია 15.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №186/1. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016181.
- სად არის „ერთობლივი კომუნიკე „სეიშელის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე „სეიშელის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““, №186/1, 15.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016181 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1887383/