2022 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილ განცხადებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთს არ უკავშირდება, დასრულდეს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის გარეშე, 2022 წლის 1 იანვრამდე დადგენილი წესით.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1051 – ვებგვერდი, 14.11.2025