1. 2027 წლის 1 იანვრამდე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოა სააგენტო. ამ უფლებამოსილებას სააგენტო ახორციელებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
2. 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) ჩერდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებები.
3. 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს 2025 წლის 3 დეკემბრამდე მოქმედი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1328 – ვებგვერდი, 22.12.2025