ლიკვიდირებული კომერციული ბანკი სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№648
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №648

2013 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

ლიკვიდირებული კომერციული ბანკი სს ,,საქართველოს საფოსტო ბანკის“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და ,,საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის /№ 66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. აღმოჩენილი აქტივი – სს ,,საქართველოს საფოსტო ბანკის“ მიერ 1998 წლის 15 მაისის №151 საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული სესხი, რომელზეც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება (საქმე №2–39/2/), ჩაითვალოს ლიკვიდირებული კომერციული ბანკი სს ,,საქართველოს საფოსტო ბანკის“ აქტივად, რომლის განკარგვის უფლება ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს.

2. ლიკვიდირებული კომერციული ბანკი სს ,,საქართველოს საფოსტო ბანკის“ კრედიტორების მიმართ არსებული ვალდებულებების დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს აღმოჩენილი აქტივის ამოღებაზე კონტროლი, რომლის განხორციელების უფლება ენიჭება როინ ცაციაშვილს (პირადი N 01036002403).

3. აღნიშნული აქტი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და წარედგინოს საჯარო რეესტრს შესაბამისი აღნიშვნისათვის.

4.ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ვიცე - პრეზიდენტი           ოთარ ნადარაია