ქ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩა №15ა – ში მდებარე ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო – საძიებო და სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის „საქსახმიწპროექტის“ ყოფილ არქივში მიწის რესურსებთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტაციის შენახვისა და ინვენტარიზაციის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1397
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1397

 2013 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში,თამარაშვილის ქუჩა №15ა -ში მდებარე ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო – საძიებო და სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის„საქსახმიწპროექტის“ ყოფილ არქივში მიწის რესურსებთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტაციის შენახვისა და ინვენტარიზაციის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ

1.„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საარქივო მასალების დროებით შენახვისა და ინვენტარიზაციის მიზნით, გადაეცეს ქ.თბილისში,თამარაშვილის ქუჩა №15ა – ში მდებარე ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო – საძიებო და სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის- „საქსახმიწპროექტის“ ყოფილ არქივში არსებული მიწათმოწყობის, მიწის კადასტრის, მიწის რეფორმის, აგრეთვე მიწის მართვის საკითხებთან დაკავშირებული საარქივო მასალები.

2. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარქივო მასალების მიღების პროცესის ორგანიზება, მიღებული მასალების ტრანსპორტირება და მათი დროებით შენახვის მიზნით განთავსებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარქივო მასალების მიღების, დაარქივების, ჩამოწერის ან უფლებამოსილი უწყებებისათვის გადაცემის პროცესში დაინტერესებული უწყებებების (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვ.) ჩართულობა და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირისგან - საქართველოს ეროვნული არქივისგან შესაბამისი კონსულტაციების მიღება;

გ) მიღებული საარქივო მასალების სათანადო პირობებში დროებით შენახვა, ინვენტარიზაცია, შესწავლა და მათი შინაარსის, სპეციფიკის და ფუნქციური გამოყენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაბამისი უფლებამოსილი უწყებებისათვის გადაცემის, დაარქივების ან/და ჩამოწერისა და განადგურების თაობაზე წინადადებების მომზადება საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

3. მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინადადებების გათვალისწინებით, შესაბამისი საარქივო მასალების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განთავსების (დაარქივების), ხოლო სხვა მასალების შესაბამისი დაწესებულებებისთვის გადაცემის ან/და ჩამოწერისა და განადგურების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ბ. ივანიშვილი