ადმინისტრაციულ პატიმრობაში და დროებითი მოთავსების (დროებითი დაკავების) იზოლატორებში მყოფი ამომრჩევლებისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის საყოველთაო უფლების რეალიზებისათვის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
ადმინისტრაციულ პატიმრობაში და დროებითი მოთავსების (დროებითი დაკავების) იზოლატორებში მყოფი ამომრჩევლებისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის საყოველთაო უფლების რეალიზებისათვის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების
განსაზღვრის შესახებ
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიებში შეჰყავთ ის ამომრჩევლები (მათ შორის ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირები), რომლებიც კენჭისყრის დღისათვის იქნებიან დროებითი მოთავსების იზოლატორში (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – „იზოლატორი“) მოთავსებული.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ პირთა სიას, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-4 დღისა (23 ოქტომბერი), შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს აწვდიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები. ამ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, რაც დასტურდება სიაზე მისი ხელმოწერით.
მუხლი 3
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ორგანოების მიერ მოწოდებული სიის გათვალისწინებით, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა (24 ოქტომბერი) ადგენენ და განკარგულებით ამტკიცებენ ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და გადასცემენ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს. სიაში შეყვანილი ამომრჩევლების გასწვრივ, შესაბამისი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა (იმყოფება იზოლატორში/იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში) და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლები შედიან იმ საუბნო საარჩევნო კომისიის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, რომლის საზღვრებშიც არის მოქცეული იზოლატორის შენობები. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება „გადასატანი ყუთი“, ასევე მათი სიაში შეყვანის მიზეზი და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები ხმას აძლევენ შესაბამისი საარჩევნო უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით.
მუხლი 5
ეთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, უზრუნველყონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები პირების დაშვება იზოლატორებში და ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობა.
მუხლი 6
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენადარული დღის ვადაში.
მუხლი 7
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
თამარ ჟვანია
ცესკოს მდივანი
გიზო მჭედლიძე
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია