„საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის №548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №189
2007 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის №548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის №548 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ნიკოლოზ აბუაშვილი – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
ოთარ ბუბაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე
დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
მამუკა ვაწაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
სერგი მესხი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
მარიამ რაქვიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს მრჩეველი, კომისიის მდივანი
დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ლაშა ჭკადუა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე