„ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№205
2007 წლის 9 მაისი
ქ. თბილისი
„ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის მიზნით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად:“.
2. განკარგულებას დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„31. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა უზრუნველყოს სიღნაღის საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების (შპს „ჯანმრთელობა“, ქ. სიღნაღი, დ. აღმაშე-ნებლის №15) შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და 2007 წლის 1 აგვისტომდე ამ სამუშაოთა დასრულება. ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროგრამის (საბიუჯეტო კოდი 35 29 02) ასიგნების ფარგლებში.“.
მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №205. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №205, 09.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2051729/