ოზურგეთის რაიონის გამგეობისათვის ოზურგეთის რაიონის ტერიტორიაზე 29.65 ჰექტარი შავიზღვისპირა ზოლის ათი წლის ვადით იჯარით გაცემის თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №234
2006 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
ოზურგეთის რაიონის გამგეობისათვის ოზურგეთის რაიონის ტერიტორიაზე 29.65 ჰექტარი შავიზღვისპირა ზოლის ათი წლის ვადით იჯარით გაცემის თანხმობის მიცემის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს ოზურგეთის რაიონის გამგეობის წინადადება (გამგეობის 2006 წლის 9 აპრილის № 289 წერილი) და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2006 წლის 11 მაისის სხდომის ოქმი № 3, საკითხი 2), რომ ათი წლის ვადით იჯარით გაიცეს ოზურგეთის რაიონის ტერიტორიაზე 29.65 ჰექტარი შავიზღვისპირა ზოლი, აქედან: დაბა ურეკის ტერიტორიაზე – 12.5 ჰექტარი და სოფელ ნატანების შეკვეთილის ტერიტორიაზე – 17.5 ჰექტარი.
2. ნება დაერთოს ოზურგეთის რაიონის გამგეობას, რომ იჯარით გასცეს განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ტერიტორია.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი