ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძისათვის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს ბიზნესკლიმატის რეფორმის პროექტის“ კოორდინაციის დაკისრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №455
2005 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძისათვის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს ბიზნესკლიმატის რეფორმის პროექტის“კოორდინაციის დაკისრების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 „გ“ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძეს დაევალოს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს ბიზნესკლიმატის რეფორმის პროექტის“კოორდინაცია პროექტის საქმიანობაში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების ასახვისათვის. ამ მიზნით:
1. შეიქმნას „საქართველოს ბიზნესკლიმატის რეფორმის პროექტის“საკოორდინაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
| კახა ბენდუქიძე | - | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, ჯგუფის ხელმძღვანელი |
| დიმიტრი გვინდაძე | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| დავით ეგიაშვილი | - | საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე |
| დავით კობერიძე | - | საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე |
| თამარ კოვზირიძე | - | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე |
| ვახტანგ ლეჟავა | - | რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე |
| ეკატერინე შარაშიძე | - | საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩეველი |
| დიმიტრი ძაგნიძე | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე |
| ზვიად ხარებავა | - | საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი. |
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი