„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის” განხორციელების უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№441
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 21/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №441

2006 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების  მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის” განხორციელების უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებით დამტკიცებული „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის” ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის გადაუდებელი საჭიროების გათვალისწინებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა” და „ი” ქვეპუნქტების საფუძველზე:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომ-ზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის” განსახორციელებლად უზრუნველყოს მის გამგებლობაში არსებული 150 ცალი კომპიუტერის კომპლექტის გადაცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) გადასცეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ანალოგიური აღწერილობის ახალი კომპიუტერის კომპლექტები მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს განკარგულების შესრულებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                     ზ. ნოღაიდელი