საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (50)
შემდგომი ცვლილებები (50)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა თავისი საქმიანობით პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.
მუხლი 2
მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან, მათ შორის სახელმწიფო მინისტრებისაგან.
მუხლი 3
1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით.
2. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელსაც ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 4
1. მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით.
2. დაუშვებელია მთავრობის შემადგენლობაში ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა რაიმე სტრუქტურის/ორგანოს შექმნა ან არსებობა.
თავი II
მთავრობის კომპეტენცია
მუხლი 5
მთავრობა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში:
ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს სამინისტროების აპარატებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებებს;
გ) უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები;
დ) ამტკიცებს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის დებულებას;
ე) სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
ვ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას და შეიმუშავებს სამთავრობო პროგრამას;
ზ) საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების შესაბამისად მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
თ) უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტუნარიანი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;
ი) ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვას;
კ) ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების რეგულირებას, შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ლ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის მართვას;
მ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას;
ნ) შეიმუშავებს უმუშევრობის შემცირებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
ო) უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო საემიგრაციო და საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას;
პ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას;
ჟ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;
რ) ორგანიზებას უწევს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და რაციონალურად გამოყენებას;
ს) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას;
ტ) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად;
უ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;
ფ) იღებს ზომებს კანონიერების უზრუნველყოფის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას;
ქ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ღ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ყ) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 6
1. მთავრობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს.
2. მთავრობის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავრობის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომლის მომზადების, მიღება-გამოცემისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. მთავრობის სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
თავი III
მთავრობის ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან
მუხლი 7
1. მთავრობა და მთავრობის წევრები უფლებამოსილებას იხსნიან საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე შეუძლია დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე.
3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოიწვიოს მთავრობის სხდომა და უხელმძღვანელოს მას. ამ შემთხვევაში მთავრობის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პრეზიდენტის აქტით.
4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს.
5. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, თანხმობას აძლევს პრემიერ-მინისტრს მინისტრების დანიშვნაზე;
ბ) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრები;
გ) იღებს მთავრობის, მთავრობის წევრის გადადგომას, უფლებამოსილია მთავრობას, მთავრობის წევრს დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე ან მთავრობის ახალი წევრის დანიშვნამდე;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის, სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლებს;
ე) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას და საჯარისო წესდებებს, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინისა და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს;
ვ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს;
ზ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ და საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს.
6. საქართველოს კონსტიტუციის 511 მუხლის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და თანხმობა მისცეს მას მინისტრების დანიშვნაზე.
თავი IV
მთავრობის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 8
1. მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. პრემიერ-მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მის საქმიანობას;
ბ) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს მთავრობის წევრების საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობისათვის საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე;
დ) საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით წარუდგენს მას ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ე) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
ვ) კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობას;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობის სხვა წევრებს, უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მთავრობის წევრები;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს;
კ) წარმოადგენს მთავრობას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე;
მ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობებს;
ნ) ასრულებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9
1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
დ) მთავრობის გადაყენებისას;
ე) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
ვ) მთავრობის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას;
ზ) პირადი განცხადების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვა საფუძველზე შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. მთავრობის სხვა წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით 2 კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის ახალ წევრს.
მუხლი 10
1. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით მთავრობის ერთ-ერთი წევრი ასრულებს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.
2. ვიცე-პრემიერი ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისას, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 11
1. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო მინისტრი (სახელმწიფო მინისტრები).
2. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების, აგრეთვე ამ თანამდებობის გაუქმების თაობაზე პრემიერ-მინისტრის (პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის) წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სახელმწიფო მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
4. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და კომპეტენციის ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
5. სახელმწიფო მინისტრი:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას;
ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებას;
გ) ასრულებს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
6. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
7. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს განსაზღვრავს მთავრობა.
8. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 12
1. მთავრობის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.
2. მთავრობის სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
4. მთავრობის სხდომაში პრემიერ-მინისტრი და მინისტრები მონაწილეობენ პირადად. თუ მთავრობის სხდომაზე მინისტრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს პრემიერ-მინისტრს. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
5. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ.
6. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვისა და სხდომაზე საკითხის განხილვის წესი განისაზღვრება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
7. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. მთავრობის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
თავი V
მთავრობის კანცელარია
მუხლი 13
1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის კანცელარია.
2. მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის ორგანიზება განისაზღვრება მთავრობის კანცელარიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა.
თავი VI
სამინისტრო
მუხლი 14
1. სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად.
2. საქართველოს სამინისტროებია:
ა) განათლებისა და მეცნიერების;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
გ) ეკონომიკის;
დ) ენერგეტიკის;
ე) თავდაცვის;
ვ) ინფრასტრუქტურისა და განვითარების;
ზ) იუსტიციის;
თ) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის;
ი) ლტოლვილთა და განსახლების;
კ) საგარეო საქმეთა;
ლ) სახელმწიფო უშიშროების;
მ) სოფლის მეურნეობის;
ნ) ფინანსთა;
ო) შინაგან საქმეთა;
პ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.
მუხლი 15
1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
3. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს უფლება-მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. სამინისტრო ასრულებს მოქმედებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
მუხლი 16
1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.
2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არც ერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
3. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
მუხლი 17
1. სამინისტროს დებულებას, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროთა დებულებებისა, მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროთა დებულებებს მთავრობის წარდგინებით, ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სამინისტროს დებულება უნდა შეიცავდეს:
ა) სამინისტროს სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზებას, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს;
დ) სამინისტროს სისტემას, სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას;
ე) სხვა არსებით საკითხებს სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების შესახებ.
მუხლი 18
1. სამინისტროს დებულების შესაბამისად სამინისტრო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. სამინისტროს სისტემაში არსებული იმ დეპარტამენტის, ინსპექციის, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას და კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში – სახელმწიფოებრივ იძულებას, განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამინისტრომ, გარდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოებისა, აგრეთვე ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო.
მუხლი 19
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 20
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
თ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრები ანგარიშს აბარებენ აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტს;
ი) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
კ) ასრულებს მისთვის კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
4. მინისტრი პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
მუხლი 21
1. საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლის შესაბამისად, მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.
2. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
მუხლი 22
1. მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის აქტის საფუძველზე გათავისუფლებისას;
დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
ე) მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას;
ვ) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მინისტრს შეუძლია გადადგეს, თუ არსებობს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებისადმი პრინციპული უთანხმოება, საჯარო სამსახურში ყოფნის მიზანშეუწონლობა მრწამსის გამო, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების შესრულების იძულება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი მატერიალური თუ მორალური ზიანი გამოიწვიოს, აგრეთვე ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობისას, რომელიც ხელს უშლის სამსახურებრივი უფლებამოსილების აღსრულებას.
3. მინისტრის გადადგომის ან გადადგომაზე მოტივირებული უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება გადადგომაზე თანხმობის ან უარის შესახებ მიიღება ერთი თვის ვადაში. გადადგომაზე მოტივირებული უარის შემთხვევაში მინისტრი ვალდებულია გააგრძელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ის ამავე დროს ინარჩუნებს უფლებას, გათავისუფლდეს თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მინისტრის გადადგომა იწვევს ამ კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შედეგებს.
მუხლი 23
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნა ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტას.
3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლება არა აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
მუხლი 24
1. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
თავი VII
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები
მუხლი 25
1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას.
2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ ან სხვა სფეროებში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.
4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
6. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი – მინისტრის წარდგინებით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების რეგისტრაციას ახორციელებს მთავრობა სპეციალურ რეესტრში.
მუხლი 26
1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ დაწესებულებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი VIII
სახელმწიფოს წარმომადგენლობა
მუხლი 27
1. სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რომელი დაწესებულება ჩაითვლება სახელმწიფოს წარმომადგენლად ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობაში, სახელმწიფოს წარმომადგენელს ნიშნავს მთავრობა.
3. სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენელი ამ დაწესებულების დებულების შესაბამისად არის დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი IX
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები
მუხლი 28
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების, საქართველოს სამართლებრივი აქტების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით, საქართველოს სამართლებრივი აქტებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
თავი X
სათათბირო ორგანოები
მუხლი 29
1. პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, მთავრობის წევრს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები.
2. სათათბირო ორგანო იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხების მოსამზადებლად. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად პრემიერ-მინისტრი, მთავრობა, მთავრობის წევრი.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, მთავრობის წევრს.
5. სახელმწიფო მოხელე ან პირი, რომელიც სახელმწიფო მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
თავი XI
სამსახურებრივი ზედამხედველობა
მუხლი 30
1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.
2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია:
ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ;
ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება;
გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად.
3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით.
5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირებისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. სამინისტრო ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
მუხლი 31
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
2. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრის სამართლებრივი აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
მუხლი 32
1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას.
2. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მინისტრის ბრძანებებს.
3. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.
4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.
5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის ანდა ახალი მოქმედების შესრულების შესახებ.
მუხლი 33
1. თანამდებობის პირის აქტი ან მოქმედება შეიძლება ცნობილ იქნეს ძალადაკარგულად მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ აქტი ან მოქმედება აშკარად არ შეესაბამება სამთავრობო პროგრამას და იმ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის ან მინისტრის მიერ, ან იწვევს სახელმწიფო ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებას, ან სხვა ხერხებით ზიანს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს.
2. მიზანშეუწონლობის მოტივით არ შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ან მოქმედება, რომელიც გამოცემულია ან შესრულებულია საჯარო სამსახურის ორგანიზებისას, აგრეთვე სხვა აქტი ან მოქმედება, რომლის გამოცემის ან შესრულების პირობები გამომდინარეობს კანონიდან ან სხვა სამართლებრივი აქტებიდან.
3. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის ან მოქმედების ძალადაკარგულად ცნობა უნდა იყოს დასაბუთებული.
მუხლი 34
1. სამართლებრივი დავა სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის წყდება ქვემდებარეობის წესით, თუ კანონით დადგენილი არ არის დავის გადაწყვეტის სხვა წესი.
2. სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის წყვეტს მინისტრი.
3. სამართლებრივ დავას იმ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედის, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
თავი XII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 35
1. საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ:
ა) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ლიკვიდაცია და სახელმწიფო დეპარტამენტების რეორგანიზაცია ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.
2. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით 2 კვირის ვადაში შეიქმნას სამსახურის სალიკვიდაციო კომისია. სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების განაწილება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.
3. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნეს სახელმწიფო დეპარტამენტები სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებად და განხორციელდეს მათი შესაბამისი სამინისტროებისათვის გადაცემა:
ა) შეიქმნას ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში გაერთიანდეს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროები და გადაეცეს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, საავტომობილო გზებისა და ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტები;
ბ) შეიქმნას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სატყეო მეურნეობის, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის, გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტები;
გ) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი;
დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მატერიალური რეზერვებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტები;
ე) შეიქმნას ეკონომიკის სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სტატისტიკის, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტები;
ვ) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს საარქივო და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტები; მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელებას, მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, მიწის რესურსების მდგომარეობის თაობაზე მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნას, გადაეცეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;
ზ) შეიქმნას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტები;
თ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი;
ი) შეიქმნას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს ენის სახელმწიფო პალატა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
4. ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირები. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრისა და შემდგომი დაქვემდებარების შესახებ. ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. ლიკვიდირებულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია და მისი ფუნქციები გადაეცეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს.
6. მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრისა და შემდგომი დაქვემდებარების შესახებ.
7. მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში პარლამენტში წარმოადგინოს ამ კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციისა და ფუნქციათა გადანაწილების განსახორციელებლად აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე აღნიშნული დაწესებულებები განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.
8. ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალოს ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული, ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს.
მუხლი 36
ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 32). აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და მათი ხელმძღვანელები ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად მთავრობის შემადგენლობის უფლებამოსილების დაწყებამდე.
მუხლი 37
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 11 თებერვალი.
№3277-IIს
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა თავისი საქმიანობით პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.
საქართველოს მთავრობა (შემდგომ − მთავრობა) არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 2🔗
მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან, მათ შორის სახელმწიფო მინისტრებისაგან.
1. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.
2. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 3🔗
1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით.
2. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელსაც ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი.
1. აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მთავრობის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით.
2. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
მუხლი 4🔗
1. მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით.
1. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.
2. დაუშვებელია მთავრობის შემადგენლობაში ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა რაიმე სტრუქტურის/ორგანოს შექმნა ან არსებობა.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3518 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
მთავრობის კომპეტენცია
მუხლი 5🔗
მთავრობა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში:
ა)
კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას;ბ) ამტკიცებს სამინისტროების აპარატებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებებს;
გ) უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები;
დ) ამტკიცებს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის დებულებას;
ე) სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
ვ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას და შეიმუშავებს სამთავრობო პროგრამას;
ზ) საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების შესაბამისად მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
თ) უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტუნარიანი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;
ი) ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვას;
კ) ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების რეგულირებას, შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ლ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის მართვას;
მ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას;
ნ) შეიმუშავებს უმუშევრობის შემცირებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
ო) უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო საემიგრაციო და საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას;
პ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას;
ჟ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;
რ) ორგანიზებას უწევს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და რაციონალურად გამოყენებას;
ს) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას;
ტ) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად;
უ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;
ფ) იღებს ზომებს კანონიერების უზრუნველყოფის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას;
ქ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ღ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ყ) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
მთავრობა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში:
ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების დებულებებს;
გ) უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები;
დ) უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ე) ამტკიცებს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიისა და საბჭოს დებულებებს;
ვ) სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
ზ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას და შეიმუშავებს სამთავრობო პროგრამას;
თ) საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
ი) უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას;
კ) მართავს სახელმწიფო ქონებას;
ლ) არეგულირებს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობებს, შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
მ) უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რიგგარეშე სესიის, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ;
ნ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის მართვას;
ო) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას;
პ) შეიმუშავებს უმუშევრობის შემცირებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
ჟ) უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო საემიგრაციო და საიმიგრაციო პოლიტიკის განხორციელებას;
რ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას;
ს) უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ტ) ორგანიზებას უწევს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებას;
უ) ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას;
ფ) ითანხმებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების საკითხებს და უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას;
ფ1) ქმნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელ უწყებათაშორის საკოორდინაციო კომიტეტს, ამტკიცებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლების კონვენციისა“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის ხელშემწყობ ერთიან სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას და ზედამხედველობს მის შესრულებას;
ქ) საქართველოს პარლამენტს მიმართავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ;
ღ) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ;
ყ) ითანხმებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღებას;
შ) საქართველოს პარლამენტის მიერ არჩევის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;
შ
1) (ამოღებულია - 20.09.2018, №3453);
ჩ) იღებს ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ც) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს;
ძ) (ამოღებულია - 20.09.2018, №3453);
ძ1) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ძ2) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;
ძ3) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ;
ძ4) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს თავდაცვის ძალების რაოდენობას;
წ) ამტკიცებს სამხედრო წესდებებს;
ჭ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს;
ხ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებსა და საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს;
ჯ) უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;
ჰ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ჰ1) იღებს ზომებს კანონიერების უზრუნველსაყოფად, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, უზრუნველყოფს დამნაშავეობასთან ბრძოლას;
ჰ2) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ჰ3) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I , №39, 25.12.2004წ., მუხ.185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27, 27.10.2008წ., მუხ.169
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის კანონი №4301 - ვებგვერდი, 28.09.2015წ..
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6833 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3518 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
მუხლი 6🔗
1. მთავრობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს.
1. მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს.
2. მთავრობის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავრობის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომლის მომზადების, მიღება-გამოცემისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. მთავრობის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომლის მომზადების, მიღებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მთავრობის რეგლამენტით.
4. მთავრობის სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
მთავრობის ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან
მთავრობის ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს პრეზიდენტთან
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
მუხლი 7🔗
1. მთავრობა და მთავრობის წევრები უფლებამოსილებას იხსნიან საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე შეუძლია დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე.
3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოიწვიოს მთავრობის სხდომა და უხელმძღვანელოს მას. ამ შემთხვევაში მთავრობის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პრეზიდენტის აქტით.
4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს.
5. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, თანხმობას აძლევს პრემიერ-მინისტრს მინისტრების დანიშვნაზე;
ბ) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრები;
გ) იღებს მთავრობის, მთავრობის წევრის გადადგომას, უფლებამოსილია მთავრობას, მთავრობის წევრს დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე ან მთავრობის ახალი წევრის დანიშვნამდე;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის, სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლებს;
ე) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას და საჯარისო წესდებებს, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინისა და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს;
ვ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს;
ზ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ და საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს.
6. საქართველოს კონსტიტუციის 511 მუხლის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და თანხმობა მისცეს მას მინისტრების დანიშვნაზე.
1. ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
2. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
3. საქართველოს პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
4. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით, ხოლო ნდობის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადების შემთხვევაში − საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.
6. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას საქართველოს კონსტიტუციის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი № 806 - სსმ I , № 39 25.12.2004 წ., მუხ. 185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №832 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.271
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3021 - სსმ I, №23 04.05.2010 წ., მუხ.140
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 71. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 7 2🔗
1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
4. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
ბ) მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;
გ) მთავრობის თანხმობით იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;
დ) მთავრობის წარდგინებით საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;
ე) უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ვ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს;
ზ) მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს;
თ) მთავრობის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;
ი) მთავრობის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ.
5. (ამოღებულია - 20.09.2018, №3453);
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 7 3🔗
1. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, გარდა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას. თანახელმოწერა ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. (ამოღებულია - 20.09.2018, №3453);
3. (ამოღებულია - 20.09.2018, №3453);
4. თანახელმოწერას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც უკავშირდება:
ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას;
ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას;
გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, საქართველოს პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებას;
დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას;
ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას;
ვ) მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას;
ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას;
ი) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.
5. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის.
6. პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ მთავრობა მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც თანახელმოწერა დასრულებულად ჩაითვლება.
7. თუ მთავრობა არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის გადაეცა, მთავრობა ამზადებს მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში, მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის. ამის შემდეგ მეორდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.
8. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეუძლია პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის გადასცეს იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.
9. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერა. თუ პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, მას საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თანახელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა 3 დღის ვადაში. თუ პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, თანახელმოწერა განხორციელდება ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს.
10. საქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
11. საქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული დეკრეტი პრემიერ-მინისტრს გადაეცემა და მისი თანახელმოწერა ხორციელდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტი პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი − საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.
12. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემდეგ.
13. თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 7 4🔗
1. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს. ამ მიზნით საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას წარუდგენს წერილობით წინადადებებს, რომლებსაც მთავრობა განიხილავს თავის სხდომაზე.
2. მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით.
3. მთავრობის თანხმობის მიღების წესი დგინდება მთავრობის რეგლამენტით.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მთავრობის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 8🔗
1. მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
1. მთავრობის მეთაურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. პრემიერ-მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მის საქმიანობას;
ბ) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს მთავრობის წევრების საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობისათვის საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე;
დ) საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით წარუდგენს მას ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ე) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
ვ) კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობას;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობის სხვა წევრებს, უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მთავრობის წევრები;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს;
კ) წარმოადგენს მთავრობას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე;
მ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობებს;
ნ) ასრულებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) ხელმძღვანელობს მთავრობას; საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას;
ბ) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
გ) მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე;
დ) წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს;
ე) უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი. ნდობის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლით დადგენილი წესით;
ვ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
ზ) კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და მთავრობის ურთიერთობას მუნიციპალიტეტის ორგანოებთან;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს;
ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
კ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს; ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან;
ლ) წარმოადგენს მთავრობას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ნ) (ამოღებულია - 20.09.2018, №3453);
ნ1) წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით;
ნ2) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ;
ნ3) მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ;
ნ4) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცეს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტი, რომელიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე;
ნ5) იღებს გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას საქართველოს პარლამენტის მიერ;
ნ6) იღებს გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას საქართველოს პარლამენტის მიერ. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე;
ნ7) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;
ნ8) საომარი მდგომარეობის დროს არის სათათბირო ორგანოს − ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრი;
ნ9) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოსცემს ბრძანებას, რომლის შესაბამისადაც მოქმედებენ თავდაცვის ძალები;
ო) ახორციელებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6628 - ვებგვერდი, 05.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1976 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4362 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №141 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6967 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 9🔗
1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
დ) მთავრობის გადაყენებისას;
ე) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
დ) (ამოღებულია - 20.09.2018, №3453);
ე) საქართველოს კონსტიტუციის 48-ე და 56-ე−58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
ვ) მთავრობის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას;
ზ) პირადი განცხადების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვა საფუძველზე შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. მთავრობის სხვა წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით 2 კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის ახალ წევრს.
ზ) (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების ან საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე;
გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღებისთანავე.
3. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 10🔗
1. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით მთავრობის ერთ-ერთი წევრი ასრულებს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.
2. ვიცე-პრემიერი ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისას, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე მინისტრს – ვიცე-პრემიერის მოვალეობა.
2. პირველი ვიცე-პრემიერი ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს.
3. ვიცე-პრემიერი (ვიცე-პრემიერები) აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილ სახელმწიფო მმართველობის განსაზღვრულ სფეროში.
4. ვიცე-პრემიერების რაოდენობას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
5. პირველ ვიცე-პრემიერსა და ვიცე-პრემიერს (ვიცე-პრემიერებს) მოვალეობები ეკისრებათ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, რომლის შესახებაც მთავრობის წევრებს ეცნობებათ მისი გამოცემიდან ხუთი დღის ვადაში. ამავე ბრძანებით განისაზღვრება პირველი ვიცე-პრემიერისა და ვიცე-პრემიერის (ვიცე-პრემიერების) ფუნქციები.
საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №94 - სსმ I, № 13 16.07. 2008 წ., მუხ.106
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 11 (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4362 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №141 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 11🔗
1
1. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო მინისტრი (სახელმწიფო მინისტრები).
2. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების, აგრეთვე ამ თანამდებობის გაუქმების თაობაზე პრემიერ-მინისტრის (პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის) წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სახელმწიფო მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
4. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და კომპეტენციის ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
5. სახელმწიფო მინისტრი:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას;
ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებას;
გ) ასრულებს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
6. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
7. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს განსაზღვრავს მთავრობა.
8. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
1. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენენ საქართველოს თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში.
2. პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, შეასრულონ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
მუხლი 12🔗
1. მთავრობის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.
2. მთავრობის სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
4. მთავრობის სხდომაში პრემიერ-მინისტრი და მინისტრები მონაწილეობენ პირადად. თუ მთავრობის სხდომაზე მინისტრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს პრემიერ-მინისტრს. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
5. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ.
6. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვისა და სხდომაზე საკითხის განხილვის წესი განისაზღვრება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
7. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. მთავრობის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
1. მთავრობის სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც.
2. მთავრობის სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.
4. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.
5. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვის, სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დგინდება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
6. მთავრობის გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1345 - სსმ I , № 16 07.07. 2009 წ., მუხ. 81
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214
საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6628 - ვებგვერდი, 05.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
მთავრობის კანცელარია
მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
მუხლი 13🔗
1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის კანცელარია.
2. მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის ორგანიზება განისაზღვრება მთავრობის კანცელარიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა.
1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.
2. მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის ადმინისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.
3. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე/თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით.
31. მთავრობის ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსგან/ორგანოებისგან გამოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა დამუშავების ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და მონაცემთა ბაზებიდან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
4. მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის ორგანიზება განისაზღვრება მთავრობის ადმინისტრაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა.
საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6628 - ვებგვერდი, 05.07.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №314 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №549 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
სამინისტრო
მუხლი 14🔗
1. სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად.
1. სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად.
2. საქართველოს სამინისტროებია:
ა) განათლებისა და მეცნიერების;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
გ) ეკონომიკის;
დ) ენერგეტიკის;
ე) თავდაცვის;
ვ) ინფრასტრუქტურისა და განვითარების;
ზ) იუსტიციის;
თ) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის;
ი) ლტოლვილთა და განსახლების;
კ) საგარეო საქმეთა;
ლ) სახელმწიფო უშიშროების;
მ) სოფლის მეურნეობის;
ნ) ფინანსთა;
ო) შინაგან საქმეთა;
პ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.
ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის;
ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის;
გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების;
დ) თავდაცვის;
დ1) ინფრასტრუქტურის;
ე) იუსტიციის;
ე1) კულტურის;
ვ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის;
ზ) რეგიონული განვითარების;
თ) საგარეო საქმეთა;
თ1) სპორტის;
ი) ფინანსთა;
კ) შინაგან საქმეთა.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №195 - სსმ I, № 17 07.07.2004 წ., მუხ. 58
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, № 39 25.12.2004 წ., მუხ. 185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი № 848 - სსმ I, № 40 29. 12. 2008 წ., მუხ. 273
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №959 - სსმ I, №41 30.12..2008 წ., მუხ.333
საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3153 - სსმ I, №30 29.06.2010 წ., მუხ.194
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4385 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №449 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1792 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1620 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3024 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №335 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3822 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №82 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №484 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
მუხლი 15🔗
1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
3. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს უფლება-მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. სამინისტრო ასრულებს მოქმედებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
5. სამინისტროს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით ან/და კანონის საფუძველზე მიღებული მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. სამინისტრო მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 16🔗
1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.
2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არც ერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არცერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე (გარდა ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებისა) გადაწყვეტილებას არ იღებს ან გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს.
3. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 17🔗
1. სამინისტროს დებულებას, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროთა დებულებებისა, მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროთა დებულებებს მთავრობის წარდგინებით, ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
1. სამინისტროს დებულებას მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
2. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
3. სამინისტროს დებულება უნდა შეიცავდეს:
ა) სამინისტროს სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზებას, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს;
დ) სამინისტროს სისტემას, სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას;
ე) სხვა არსებით საკითხებს სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების შესახებ.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
მუხლი 18🔗
1. სამინისტროს დებულების შესაბამისად სამინისტრო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. სამინისტროს სისტემაში არსებული იმ დეპარტამენტის, ინსპექციის, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას და კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში – სახელმწიფოებრივ იძულებას, განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამინისტრომ, გარდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოებისა, აგრეთვე ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება განისაზღვრება სამინისტროს დებულებითა და ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოსი, აგრეთვე ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელსაც, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირისა) სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამინისტრომ, თუ კანონით ან მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №569 - სსმ I, №34 16.11.2004 წ., მუხ.159
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1132 - სსმ I, №13 12.04.2005 წ., მუხ.82
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4409 - სსმ I, №8 23.03.2007 წ., მუხ.73
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
მუხლი 19🔗
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 20🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს;
დ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანხმობას აძლევს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებაზე;
ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
თ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრები ანგარიშს აბარებენ აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტს;
თ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
ი) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
კ) ასრულებს მისთვის კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
კ) ასრულებს კანონებით, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით და პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
3. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
4. მინისტრი პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1349 - სსმ I, №16 07.07.2009 წ., მუხ.83
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4362 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №141 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3994 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 21🔗
1. საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლის შესაბამისად, მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.
1. მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
2. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 22🔗
1. მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის აქტის საფუძველზე გათავისუფლებისას;
დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
ე) მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას;
ვ) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მინისტრს შეუძლია გადადგეს, თუ არსებობს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებისადმი პრინციპული უთანხმოება, საჯარო სამსახურში ყოფნის მიზანშეუწონლობა მრწამსის გამო, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების შესრულების იძულება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი მატერიალური თუ მორალური ზიანი გამოიწვიოს, აგრეთვე ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობისას, რომელიც ხელს უშლის სამსახურებრივი უფლებამოსილების აღსრულებას.
3. მინისტრის გადადგომის ან გადადგომაზე მოტივირებული უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება გადადგომაზე თანხმობის ან უარის შესახებ მიიღება ერთი თვის ვადაში. გადადგომაზე მოტივირებული უარის შემთხვევაში მინისტრი ვალდებულია გააგრძელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ის ამავე დროს ინარჩუნებს უფლებას, გათავისუფლდეს თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მინისტრის გადადგომა იწვევს ამ კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შედეგებს.
ე) (ამოღებულია - 20.09.2018, №3453);
ვ) საქართველოს კონსტიტუციის 48-ე და 56-ე−58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. მინისტრს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან. მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს პრემიერ-მინისტრს.
3. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
4. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 23🔗
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნა ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტას.
2. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.
3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლება არა აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5983 - სსმ I, №9 04.04.2008 წ., მუხ.77
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 24🔗
1. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
1. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
სახელმწიფო მინისტრი
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 241🔗
1. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.
2. მთავრობის შემადგენლობაშია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.
3. სახელმწიფო მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
4. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
5. სახელმწიფო მინისტრი:
ა) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას;
ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
გ) ასრულებს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს;
დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
6. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
7. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს მთავრობა.
8. სახელმწიფო მინისტრს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები
მუხლი 25🔗
1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას.
1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის სამინისტროს ან სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი (გამგებლობაში არსებული) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება.
2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ ან სხვა სფეროებში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება შეიძლება შეიქმნას თავდაცვის, სამართალდამცავ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურის ან სხვა სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების შესასრულებლად.
4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
6. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი – მინისტრის წარდგინებით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების რეგისტრაციას ახორციელებს მთავრობა სპეციალურ რეესტრში.
5. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
6. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
71. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
72. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
8. (ამოღებულია).
9. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მმართველობის სფეროში შესაძლებელია შედიოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1931 - სსმ I, №32 06.11.2009 წ., მუხ.194
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4068 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3994 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
მუხლი 26🔗
1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ დაწესებულებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებს − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ დაწესებულებას შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში.
3. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ამ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ამ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღნიშნული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ ტერიტორიული ორგანოს დებულებით. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს დებულებას − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
მუხლი 261🔗
1. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება (შემდგომ − სპეციალური დაწესებულება) არის მთავრობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალური დაწესებულება ანგარიშვალდებულია იმ სუბიექტის წინაშე და მის სამსახურებრივ ზედამხედველობასა და მისი საქმიანობის კონტროლს/ზედამხედველობას ახორციელებს ის სუბიექტი, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იმყოფება აღნიშნული სპეციალური დაწესებულება.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებს ამ სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სპეციალური დაწესებულების სხვა თანამშრომლების თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხები წესრიგდება სათანადო ნორმატიული აქტებით.
4. სპეციალური დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონის, ამ სპეციალური დაწესებულების დებულების, სხვა ნორმატიული აქტებისა და იმ სუბიექტის ინსტრუქციებისა და დავალებების საფუძველზე, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იმყოფება ეს სპეციალური დაწესებულება.
5. თუ კანონით ან/და მთავრობის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დაწესებულების დებულებასა და მისი საქმიანობის მომწესრიგებელ სხვა ნორმატიულ აქტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს/იღებს მთავრობა.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1620 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4068 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
სახელმწიფოს წარმომადგენლობა
მუხლი 27🔗
1. სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რომელი დაწესებულება ჩაითვლება სახელმწიფოს წარმომადგენლად ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობაში, სახელმწიფოს წარმომადგენელს ნიშნავს მთავრობა.
3. სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენელი ამ დაწესებულების დებულების შესაბამისად არის დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. სპეციალური დაწესებულების მიერ სახელმწიფო წარმომადგენლობის განხორციელების საკითხები წესრიგდება შესაბამისი კანონით.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
სახელმწიფო რწმუნებული
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 271🔗
1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა უფლებამოსილია დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებულები.
2. სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი. სახელმწიფო რწმუნებულს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.
3. სახელმწიფო რწმუნებული:
ა) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობას;
ბ) მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში;
დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4916 - სსმ I, №22 19.06.2007 წ., მუხ.199
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1976 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 272🔗
1. სახელმწიფო რწმუნებული თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მეშვეობით. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხასა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს ამტკიცებს მთავრობა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული.
2. სახელმწიფო რწმუნებულისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. იმ ტერიტორიის საზღვრები, რომელზედაც ვრცელდება სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნებულის დებულებით. სახელმწიფო რწმუნებულის დებულებას ამტკიცებს მთავრობა.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4916 - სსმ I, № 22 19.06.2007 წ., მუხ. 199
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4362 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №141 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 273🔗
1. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება.
2. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივ აქტს აუქმებს მთავრობა.
3. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტი შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4916 - სსმ I, № 22 19.06.2007 წ., მუხ. 199
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები
მუხლი 28🔗
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების, საქართველოს სამართლებრივი აქტების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით, საქართველოს სამართლებრივი აქტებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
სათათბირო ორგანოები
მუხლი 29🔗
1. პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, მთავრობის წევრს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები.
2. სათათბირო ორგანო იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხების მოსამზადებლად. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად პრემიერ-მინისტრი, მთავრობა, მთავრობის წევრი.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, მთავრობის წევრს.
5. სახელმწიფო მოხელე ან პირი, რომელიც სახელმწიფო მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
5. სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე ან პირი, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4362 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №141 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
(ამოღებულია)
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1620 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 291. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1620 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 292. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1620 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
სამსახურებრივი ზედამხედველობა
მუხლი 30🔗
1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.
1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სპეციალური დაწესებულებებისა და სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.
2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია:
ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ;
ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება;
გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად.
3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობა იღებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და სპეციალური დაწესებულებების ხელმძღვანელები გამოსცემენ სათანადო სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით.
5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირებისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. სამინისტრო ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსგან, სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისგან, სპეციალური დაწესებულებისგან, სახელმწიფო რწმუნებულისგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირისგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სპეციალური დაწესებულება, სახელმწიფო რწმუნებული ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
მუხლი 31🔗
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
2. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრის სამართლებრივი აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და მის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დაწესებულებების ხელმძღვანელების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
2. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და სახელმწიფო რწმუნებულების სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3518 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
მუხლი 32🔗
1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას.
2. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მინისტრის ბრძანებებს.
2. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემულ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს.
3. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.
4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.
41. სპეციალური დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ამ სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გააუქმოს ამ სპეციალური დაწესებულებისა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (მათ შორის, ამ დაწესებულებათა ტერიტორიული ორგანოების) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია ეს უფლებამოსილება ან/და მისთვის მინიჭებული სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების სხვა უფლებამოსილება თავის მოადგილეს გადასცეს.
5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის ანდა ახალი მოქმედების შესრულების შესახებ.
6. (ამოღებულია - 20.09.2018, №3453);
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
მუხლი 33🔗
1. თანამდებობის პირის აქტი ან მოქმედება შეიძლება ცნობილ იქნეს ძალადაკარგულად მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ აქტი ან მოქმედება აშკარად არ შეესაბამება სამთავრობო პროგრამას და იმ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის ან მინისტრის მიერ, ან იწვევს სახელმწიფო ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებას, ან სხვა ხერხებით ზიანს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს.
1. თანამდებობის პირის აქტი ან მოქმედება შეიძლება ცნობილ იქნეს ძალადაკარგულად მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ ეს აქტი ან მოქმედება აშკარად არ შეესაბამება სამთავრობო პროგრამას ან/და იმ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და ხორციელდება მთავრობის ან მინისტრის მიერ, ან/და იწვევს სახელმწიფო ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებას, ან სხვა ხერხებით ზიანს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს.
2. მიზანშეუწონლობის მოტივით არ შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ან მოქმედება, რომელიც გამოცემულია ან შესრულებულია საჯარო სამსახურის ორგანიზებისას, აგრეთვე სხვა აქტი ან მოქმედება, რომლის გამოცემის ან შესრულების პირობები გამომდინარეობს კანონიდან ან სხვა სამართლებრივი აქტებიდან.
3. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის ან მოქმედების ძალადაკარგულად ცნობა უნდა იყოს დასაბუთებული.
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
მუხლი 34🔗
1. სამართლებრივი დავა სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის წყდება ქვემდებარეობის წესით, თუ კანონით დადგენილი არ არის დავის გადაწყვეტის სხვა წესი.
2. სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის წყვეტს მინისტრი.
3. სამართლებრივ დავას იმ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედის, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 35🔗
1. საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ:
ა) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ლიკვიდაცია და სახელმწიფო დეპარტამენტების რეორგანიზაცია ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.
2. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით 2 კვირის ვადაში შეიქმნას სამსახურის სალიკვიდაციო კომისია. სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების განაწილება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.
3. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნეს სახელმწიფო დეპარტამენტები სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებად და განხორციელდეს მათი შესაბამისი სამინისტროებისათვის გადაცემა:
ა) შეიქმნას ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში გაერთიანდეს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროები და გადაეცეს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, საავტომობილო გზებისა და ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტები;
ბ) შეიქმნას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სატყეო მეურნეობის, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის, გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტები;
გ) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი;
ა) (ამოღებულია);
ბ)
(ამოღებულია – 25.03.2013, №449);
გ) (ამოღებულია);
დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მატერიალური რეზერვებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტები;
ე) შეიქმნას ეკონომიკის სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სტატისტიკის, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტები;
ვ) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს საარქივო და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტები; მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელებას, მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, მიწის რესურსების მდგომარეობის თაობაზე მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნას, გადაეცეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;
ვ) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მიწის (გარდა სარეკრეაციო ტერიტორიების, ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწებისა) მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების შეცვლის ფუნქცია, ასევე საარქივო და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტები. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის კონსოლიდაციისა და ნიადაგის ხარისხობრივ შეფასებას (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნას, მიწის რაციონალურად გამოყენებას, ნაყოფიერების აღდგენასა და შენარჩუნებას, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას, გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს;
ზ) შეიქმნას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტები;
თ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი;
თ) (ამოღებულია - 29.11.2013, №1687);
ი) შეიქმნას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს ენის სახელმწიფო პალატა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
4. ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირები. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრისა და შემდგომი დაქვემდებარების შესახებ. ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. ლიკვიდირებულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია და მისი ფუნქციები გადაეცეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს.
4. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
5. ლიკვიდირებულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია და მისი ფუნქციები გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
6. მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრისა და შემდგომი დაქვემდებარების შესახებ.
7. მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში პარლამენტში წარმოადგინოს ამ კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციისა და ფუნქციათა გადანაწილების განსახორციელებლად აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე აღნიშნული დაწესებულებები განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.
8. ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალოს ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული, ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს.
10. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) მართვის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროებში.
11. საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გარემოს ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
12. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი აქტების გამოცემამდე. ამასთანავე, ზემოაღნიშნულ აქტებში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს.
13. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება.
14. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ და მათ სისტემაში შემავალმა შესაბამისმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
15. ამ პუნქტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცება;
ბ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცება.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №195 - სსმ I, №17 07.07.2004 წ., მუხ.58
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.185
საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №777 - სსმ I, №42 31.12.2004 წ., მუხ.215
საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1071 - სსმ I, №11 29.03.2005 წ., მუხ.70
საქართველოს 2006 წლის 17 თებერვლის კანონი №2656 - სსმ I, №6 24.02.2006 წ., მუხ.49
საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი №5567 - სსმ I, №45 21.12.2007 წ., მუხ.394
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №449 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1687 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
მუხლი 36🔗
ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 32). აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და მათი ხელმძღვანელები ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად მთავრობის შემადგენლობის უფლებამოსილების დაწყებამდე.
ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ.32). აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და მათი ხელმძღვანელები ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად მთავრობის შემადგენლობის უფლებამოსილების დაწყებამდე.
მუხლი 37🔗
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,2004 წლის 11 თებერვალი.
№3277-IIს