საქართველოს რეგიონებში ღორის აფრიკული ცხელებით (მონტგომერი) დაავადების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №490
2007 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში ღორის აფრიკული ცხელებით (მონტგომერი) დაავადების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს რეგიონებში ღორის აფრიკული ცხელებით (მონტგომერი) დაავადების გავრცელების შედეგად დაცემული ღორებისათვის სამარხების მოწყობისა და დაავადებული ღორე-ბის განადგურების მიზნით მესამე ეტაპის ღონისძიებათა განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ზოგიერთ მუნიციპალიტეტს გამოუყოს 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი დანართის მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი
დანართი
| მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები | თანხა (ლარობით) |
| სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | 5,318 |
| მესტიის მუნიციპალიტეტი | 5,318 |
| რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | 8,682 |
| ლენტეხის მუნიციპალიტეტი | 8,682 |
| სულ: | 14,000 |