„შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესრულების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№563
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 02/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №563

2006 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესრულების თაობაზე

საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიასა და სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას“ შორის 2003 წლის 30 ოქტომბერს დადებული „დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების“ 4.7 მუხლისა და საქართველოს მთავრობას, სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის ოფციური გაზის კომპანიასა და სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას“ შორის 2003 წლის 30 ოქტომბერს დადებული „ოფციური გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების“ 4.7 მუხლის რეალიზაციის მიზნით 2006 წლის 14 აპრილს გაფორმდა „შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის 4.1 მუხლის თანახმად სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და საქართველოს გაზგამანაწილებელი სისტემის შემაერთებელ დაახლოებით 12,5 კმ სიგრძის გაზსადენზე უფლება უნდა გადასცემოდა სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას“. სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ აქციები შეტანილ იქნა შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“, რომლის წილის 100 პროცენტის მესაკუთრეა საქართველოს სახელმწიფო.

„შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესასრულებლად:

1. სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და საქართველოს გაზგამანაწილებელი სისტემის შემაერთებელ დაახლოებით 12,5 კმ სიგრძის გაზსადენზე უფლებები გადაეცეს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული გაზსადენის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საწესდებო კაპიტალში შესატანად სათანადო ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე), ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესრულების თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესრულების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.12.2006.
როდის იქნა მიღებული „შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესრულების თაობაზე?
„შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესრულების თაობაზე მიღებულია 02.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №563. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესრულების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესრულების თაობაზე, №563, 02.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2067076/