კერძო სამართლის იურიდიული პირის – ,,ქართული ფილმის განვითარების ფონდის“ შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №163
2005 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
კერძო სამართლის იურიდიული პირის – ,,ქართული ფილმის განვითარების ფონდის“შესახებ
1. ქართული ფილმის (მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმები) განვითარებისათვის ქართული ფილმების წარმოების დაფინანსების, ფილმწარმოების თანამედროვე სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის, აგრეთვე ქართული ფილმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებანი ,,ქართული ფილმის განვითარების ფონდის“დასაფუძნებლად.
2. განკარგულება ძლაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი