მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეკომიგრანტებისათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№485
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№485

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეკომიგრანტებისათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ

1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი წარიმართოს მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეკომიგრანტებისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში აშენებული 69 საცხოვრებელი სახლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად 700 000 ლარის გამოყენების მიზნით „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები.

3. ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე