ა) დაიცვას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება პროდუქციის ბრუნვაზე ეროვნული კონტროლის დაწესების გზით;

ბ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) ფარგლებში არსებული ვალდებულებებისა და პრინციპების შესაბამისად;

გ) საქართველომ, როგორც გაეროს, აგრეთვე გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების შესაბამისი რეჟიმების წევრმა სახელმწიფომ, შეასრულოს მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

2. ეს კანონი არ არეგულირებს სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებს. სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით