გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საჯარო ინფორმაციის საკითხებთან დაკავშირებით.

1) 2013 წელს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება არ შემოსულა.

2) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არ გაცემულა ინფორმაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არც ერთი ადმინისტრაციული აქტი, რომელსაც თანდართული ექნებოდა სათანადო მოტივირებული დასკვნა შესაბამისი ნორმატიული აქტის მითითებით.

3) საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არ შემოსულა.

4) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე, არ გასაჩივრებულა არც ერთი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით ამავე დაწესებულებაში, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სასამართლოში.

5) საჯარო მოსამსახურეების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზურაბ ქარელი

რესურსცენტრის უფროსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.12.2013.
როდის იქნა მიღებული „გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში“?
„გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 13.12.2013. მიმღები ორგანო — გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში“, №0, 13.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2126999/