1. შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატა
“ (შემდგომში „საარბიტრაჟო პალატა“) – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
2. ,,არბიტრაჟი’’ – ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა;
3. ,,არბიტრი” –შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატასთან“ შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს არბიტრაჟში განსახილველად შემოსული საქმე.
4. „არბიტრთა კოლეგია“ – კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილი არბიტრაჟი სამი არბიტრის შემადგენლობით;
5. „არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე“ – არბიტრთა კოლეგიის წევრი, რომელიც უძღვება არბიტრთა კოლეგიის სხდომას და ახორციელებს კოლეგიის სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას;
6. ,,საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე“ – შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატის
“ დირექტორი, რომელიც არბიტრაჟში შემოსულ საქმეებს ანაწილებს განსახილველად. იმავდროულად იგი უფლებამოსილია თვითონ განიხილოს, ან მიიღოს მონაწილეობა საარბიტრაჟო საქმის განხილვაში;
7 „კანონი” – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“;
8. „სასამართლო” – ამ დებულების მე-3, მე-9, მე-12, და მე–13 მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს სარბიტრაჟო განხილვა; მე-18 და 21-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები.
9. „ელექტრონული შეტყობინება“ – ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ საინფორმაციო შეტყობინების სახით. საინფორმაციო შეტყობინება არის ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით;
10. ,,დავა” – კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც ეთხოვა საარბიტრაჟო პალატას;
11.საარბიტრაჟო წარმოება – საარბიტრაჟო პალატის შესაბამისი კოლეგიის ან არბიტრის მიერ დავის განხილვისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის პროცედურა;
12.საარბიტრაჟო განხილვა – არბიტრაჟის მიერ დავის განხილვა ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ან მხარეთა შეთანხმებით სხვა ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით.
13. ,,მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელე, საარბიტრაჟო მოპასუხე და მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით;
14. ,,საარბიტრაჟო მოსარჩელე” – მხარე, რომელიც დავას განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;
15. ,,საარბიტრაჟო მოპასუხე” – მხარე, რომლის წინააღმდეგ წარდგენილია საარბიტრაჟო სარჩელი;
16. „მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით“ – პირი, რომელიც აღიარებს არბიტრაჟის კომპეტენციას და აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომელიც სარგებლობს საარბიტრაჟო მოსარჩელის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. მესამე პირის მიერ არბიტრაჟის კომპეტენცია აღიარებულად ჩაითვლება, თუ იგი ამ დებულებით დადგენილი წესის მიხედვით, დავის საგანთან დაკავშირებით დამოუკიდებელი მოთხოვნით მიმართავს შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატას“;
17. „მესამე პირი“ – არბიტრაჟის ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით საქმეში ჩართული დაინტერესებული პირი, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომლის უფლება-მოვალეობებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ.
18. „საარბიტრაჟო სარჩელი“– მხარის მიერ წერილობითი ფორმით შედგენილი განცხადება, რომელიც მიმართულია მოსარჩელის უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად;
19. „შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი“ – მოწინააღმდეგე მხარის მიერ წერილობითი ფორმით შედგენილი განცხადება, რომელიც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის წინააღმდეგ და გამორიცხავს მის მთლიან ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებას;
20. ,,მტკიცებულება” – ნებისმიერი მონაცემი, რომლის მეშვეობითაც არბიტრაჟი ადგენს მხარეთა მოთხოვნებისა და განცხადებების კანონიერებასა და დასაბუთებულობას;
21. „საარბიტრაჟო განხილვა” – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის დავის განხილვა;
22. „საარბიტრაჟო შეთანხმება” (საარბიტრაჟო დათქმა) –„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ფორმითა და წესით მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ.
23. არბიტრაჟის ხარჯები – საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;
24. საარბიტრაჟო მოსაკრებელი – საარბიტრაჟო პალატაში დავის განხილვისათვის დაწესებული თანხა;
25. კანონმდებლობა – საქართველოს კანონმდებლობა და/ან ნებისმიერი ქვეყნის მატერიალური სამართალი, რომელიც მხარეებმა აირჩიეს დავის გადასაწყვეტად.
26. „დებულება” – საარბიტრაჟო პალატის დებულებ