1. საარბიტრაჟო კოლეგია (საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე) უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს ან გადადოს საქმის განხილვა შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომლის საქმეში მხარეს წარმოადგენს;
ბ) მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არ აქვს გამოცხადდეს არბიტრაჟში და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით;
გ) მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში;
დ) გამოცხადებულია მოპასუხის ძებნა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, ან თუ საარბიტრაჟო განხილვისას აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო განხილვის საგანია და რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს განხილვის შედეგებზე;
ვ) არბიტრაჟმა დანიშნა ექსპერტიზა;
ზ) სხვა აუცილებლობის შემთხვევაში.
2. საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება.
3. არბიტრაჟი განუხილველად დატოვებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
ა) საარბიტრაჟო სხდომაზე საარბიტრაჟო მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვებისა;
ბ) არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა;
გ) საარბიტრაჟო სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;
დ) საარბიტრაჟო მოსარჩელემ არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი;
ე) დებულებით და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4.სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს საარბიტრაჟო პალატას საერთო წესის დაცვი