2. სისხლის სინჯი აღებულ უნდა იქნეს გამოსაკვლევი პირიდან  ვენური პუნქციის გზით მხოლოდ უფლებამოსილი პირების მიერ (ექიმი, ექთანი).

3. სისხლის სინჯის აღებისას სამედიცინო პერსონალის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ერთჯერადი ხელთათმანი.

4. პუნქციის მიდამოში უნდა მოხდეს კანის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით. კანის  გასაწმენდად არ გამოიყენება სპირტის (ეთანოლის) და ვერცხლისწყლის შემცველი სადეზინფექციო ნაერთები. სისხლის სინჯის აღებისას გამოიყენება სტერილური, ანტიკოაგულანტის და კონსერვანტის შემცველი ვაკუუმიანი სინჯარა თავისი ნემსით ან შრატის გამომყოფი სინჯარა კოლტის აქტივატორით (გრანულებით ან ჟელეთი).

5. გამოსაკვლევი მასალის (სისხლის სინჯის) აღება წარმოებს 2 ულუფად, რომელიც მოთავსებულ უნდა იქნეს 2  სინჯარაში, თითოეულში 5-5მლ-ის ოდენობით. სინჯარების განმეორებით გამოყენება დაუშვებელია.

6. გამოსაკვლევი მასალის აღების შემდეგ, სინჯარებში არსებული სითხეების/კოლტის აქტივატორის არევა უნდა მოხდეს სინჯარების ფრთხილად მინიმუმ 5-ჯერ (მაქსიმუმ 10-ჯერ) 180 გრადუსით გადაბრუნების გზით.

7. სისხლის სინჯის აღების შემდეგ პუნქციის ადგილი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით და დაედოს პლასტირ