2. ალკოტესტის აპარატზე 0,3 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას.

3. ალკოტესტის აპარატზე 0,3–ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

4. თუ მძღოლი არ ეთანხმება ტესტირების შედეგს, იგი უფლებამოსილია ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად, ექსპერტიზა ჩაიტაროს ამ ბრძანების დანართი 3-ით განსაზღვრულ ერთ–ერთ/ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში

5. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი არ ეთანხმება პირველადი ტესტირების შედეგს და შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებამდე მისასვლელად საჭიროა 2 საათზე მეტი დრო,  იგი ასევე უფლებამოსილია, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სისხლის სინჯი ჩააბაროს  სამედიცინო დაწესებულებაში  თანდართული წესის შესაბამისად,  პირველადი ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს 2 საათის განმავლობაში.

6. მძღოლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შეუსრულებლობა ნიშნავს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება