ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება მძღოლის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე) თანხმობით სამართავად შეიძლება გადაეცეს ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ იმ პირს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაბამისი კატეგორიის მოწმობა.

ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი, უფლებამოსილ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი გადაჰყავს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ადგილზე.

დანართი N2

ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მიერ  სისხლის სინჯის  აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადე