2. სისხლის ამღებმა პირმა უნდა შეავსოს  პირველადი მარკირების იარლიყი/ეტიკეტები და მათი საშუალებით დალუქოს თითოეული სინჯარა იმგვარად, რომ სინჯარის გახსნა შეუძლებელი იყოს ეტიკეტის მთლიანობის დაურღვევლად.

3. სინჯარები გამოსაკვლევი მასალით თავსდება ცალ-ცალკე კონვერტში. თითოეულ კონვერტს ეკვრება მეორე ეტიკეტი, რომელიც პირველი ეტიკეტის იდენტურია. გარდა ამისა, კონვერტზე უნდა მიეთითოს იმ დაწესებულების დასახელება და მისამართი, სადაც სისხლის აღების პროცედურა ჩატარდა.

4. თითოეული კონვერტი ილუქება და თავსდება პოლიეთილენის პაკეტში, რომელსაც აქვს სპეციალური შესაკრავი (zip-lock). დალუქვის ადგილზე ხელს აწერს სისხლის სინჯის ამღები პირი, გამოსაკვლევი პირი და დაესმება დაწესებულების ბეჭედი. მისი გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საექსპერტო დაწესებულებაში.

5. გამოსაკვლევი მასალა საექსპერტო დაწესებულებაში იგზავნება სინჯის აღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, სამედიცინო დაწესებულების სათანადო მიმართვის თანხლებით. აღნიშნული ინფორმაცია წინასწარ ეცნობება გამოსაკვლევ პირს სინჯის აღების დროს.

6 დალუქული კონვერტების გადაცემა სამედიცინო დაწესებულებასა და საექსპერტო დაწესებულებას შორის ხორციელდება მიღება-ჩაბარების პრინციპის დაცვით და ფორმდება შესაბამისი ხელმოწერებით.

7. აღებული სისხლის ნიმუში  უნდა მოთავსდეს უჟანგავი მეტალისგან დამზადებულ ბიქსში, სინჯარის მთლიანობის დარღვევის პრევენციული პირობების დაცვით.

8. სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული უნდა იქნას ე.წ. იზოთერმული სატრანსპორტო ჩანთები, რომლებშიც გაყინული გელით სავსე პაკეტების მოთავსებით მიიღწევა + 2 + 8 C° ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება 8 – 24 საათის განმავლობაში, ან სატრანსპორტო მაცივარ კონტეინერები, რომელთაც აქვთ მუშაობის საშუალება როგორც ჩვეულებრივ ელექტრო ქსელიდან, ასევე მანქანის აკუმულატორიდანაც, სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირებისას  საჭირო + 2 + 8 C° ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებისათვის.

9. მასალის ტრანსპორტირება შესაძლებელია  უზრუნველყოფილ იქნეს როგორც  სამედიცინო დაწესებულების მიერ საკუთარი რესურსით, ასევე დაკონტრაქტებული საფოსტო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, ისე, რომ დაცული იქნას ამ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნებ