სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, თუ მძღოლი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს და ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე (საჯარიმო ქვითარი) ხელისმოწერით, უფლებამოსილი პირი მას ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სადავოდ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, უფლებამოსილი პირი ადგილზე შეამოწმებს მას ალკოტესტის აპარატის მეშვეობით. თუ შემოწმების (ტესტირება) შედეგი ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, უფლებამოსილი პირი შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (საჯარიმო ქვითარი), რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმების შედეგები და ტესტირების ჩატარების ზუსტი დრ