სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №725
2008 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (ბ. კვეზერელი) უზრუნველყოს:
ა) პროგრამა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფერავის ჯიშის ვენახის ჩანაცვლების ღონისძიებების“ ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფერავის ჯიშის ვენახის შემცირებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის სახით 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის გაცემა; ერთ ჰექტარ ფართობზე გაიცეს კომპენსაცია 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) პროგრამა „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რქაწითელის ჯიშის ვენახის ჩანაცვლების ღონისძიებების“ ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რქაწითელის ჯიშის ვენახის შემცირებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის სახით 100 000 (ასი ათასი) ლარის გაცემა; ერთ ჰექტარ ფართობზე გაიცეს კომპენსაცია 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.11.2008.
- როდის იქნა მიღებული „სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“?
- „სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 05.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №725. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“, №725, 05.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2182664/