1. ატრაქციონმა ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა გაიაროს ტექნიკური შემოწმება. ტექნიკური შემოწმება ტარდება ატრაქციონის საექსპლუატაციო ინსტრუქციის შესაბამისად.
2. ატრაქციონმა მუშაობის ვადის განმავლობაში უნდა გაიაროს პერიოდული ტექნიკური შემოწმება არანაკლებ 12 თვეში ერთხელ.
3. ატრაქციონის რიგგარეშე ტექნიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ახალ ადგილზე დამონტაჟების შემდეგ;
ბ) რეკონსტრუქციის შემდეგ;
გ) მზიდი ლითონკონსტრუქციის შედუღების გამოყენებით რემონტის შემდეგ;
დ) სატვირთო ჯალამბრის კაპიტალური რემონტის ან შეცვლის შემდეგ;
ე) ბაგირების შეცვლის შემდეგ.
4. ატრაქციონის სტატიკური და დინამიკური გამოცდა უნდა ჩატარდეს საექსპლუატაციო ინსტრუქციით გათვალისწინებული მოცულობით.
5. ატრაქციონების საექსპლუატაციო ინსტრუქციაში გამოცდის ჩატარების მეთოდიკის არარსებობის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს სტანდარტის მოთხოვნები.
6. ატრაქციონები, რომელთაც ამოეწურათ სამუშაო რესურსი ან მუშაობის ვადა, უნდა გაიარონ ტექნიკური დიაგნოსტირება აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ მათი ტექნიკური მდგომარეობისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის ვადის დასადგენად.
კარი III
ატრაქციონების ექსპლუატაცია