1. ატრაქციონს, რომლის სამგზავრო მოდული მოძრაობს აღმართში, უნდა გააჩნდეს  დაგორების საწინააღმდეგო დამცავი მოწყობილობა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ტრასის მონაკვეთზე ასვლის ბოლო წერტილსა და ჩასხდომის ადგილს შორის სამგზავრო მოდული უმუხრუჭოდ მოძრაობს, ამ მონაკვეთზე უნდა დამონტაჟდეს სამუხრუჭო მოწყობილობა. აღნიშნულ მონაკვეთზე განლაგებული სამეთვალყურეო პოსტიდან, შესაძლებელი უნდა იყოს სახაზო სამუხრუჭო მოწყობილობის ერთიანად ამოქმედება და სამგზავრო მოდულების გაჩერება.

3. სამეთვალყურეო პოსტი არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ტრასა აღჭურვილია ცრუ ამოქმედებისგან დაცული, ავტომატურად მართული სამუხრუჭო ბლოკირების სისტემით.

4. მანძილი სამგზავრო მოდულებს შორის უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ შეფერხების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს გზის დაქანებულ მონაკვეთზე ყველა ვაგონის ცალ-ცალკე და დროულად გაჩერება.

5. ტრასა უნდა იყოს შემოღობილი.

6. სამუხრუჭო მონაკვეთები უნდა იყოს განათებული.

7. ძლიერი ქარის, ცუდი ხილვადობის ან სხვა მეტეოპირობების გაუარესების დროს, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამგზავრო მოდულის დროულ დამუხრუჭებას ან ტრასის უსაფრთხოდ გავლას, ატრაქციონის მუშაობა უნდა შეჩერდეს ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისა