1. ატრაქციონის ამწევი მექანიზმი ისე უნდა შესრულებული, რომ გამორიცხული იყოს მისი არასანქცირებული დაშვება.
2. ატრაქციონის საბრუნი და გადასაადგილებელი მექანიზმები აღჭურვილი უნდა იყოს ნორმალურად ჩაკეტილი ტიპის მუხრუჭებით, რომელთა დოლები ჩართულია არაგანრთვადი კინემატიკური კავშირის მქონე სისტემაში.
3. ატრაქციონი აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც სამგზავრო მოდულის სიჩქარის ნორმალურზე მეტად გადაჭარბებისას, საწევი და საკიდი ელემენტების მოწყვეტისას, აგრეთვე სამუხრუჭე სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას უზრუნველყოფს სამგზავრო მოდულის ქვევით გადაადგილების შეზღუდვას (შეკავებას) დამჭერი მოწყობილობით.
4. ატრაქციონი მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი მოწყობილობებითა და მომსახურე პერსონალთან კავშირის საშუალებით სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. გათვალისწინებული უნდა იყოს ავარიულად გაჩერებული ატრაქციონის სამგზავრო მოდულიდან ადამიანების გამოყვანის საშუალებები და პროცედურებ