1. კარუსელის მართვის პულტის განლაგების ადგილიდან შესაძლებელი უნდა იყოს მთელი ატრაქციონის სრულად და დაუბრკოლებლად დანახვა.

2. კარუსელის შემოღობვა და გაბარიტები, რომლის სამგზავრო მოდულები ჰაერში ტრიალებს (ე.წ. «მფრინავი» კარუსელი), უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

3. თუ კონსოლის აწევის სიმაღლე ადამიანის მიერ შეიძლება იმართებოდეს, მაშინ მართვის მექანიზმი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მომსახურე პერსონალს შეეძლოს ადამიანის მიერ ჩართული დანადგარის გამორთვა და კონსოლის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.

4. კარუსელში, რომლის ტრიალის დროს ადამიანები ცილინდრულ კედელზე არიან მიკრული, მოძრავი ცილინდრის შესასვლელი უნდა იკეტებოდეს. კარი ცილინდრული კედლის მთლიან ღია ფართობს უნდა ფარავდეს და არ უნდა იღებოდეს გარეთ.

5. ბავშვებისთვის განკუთვნილ კარუსელში კარი გაღებულ მდგომარეობაში ატრაქციონის ბაქნებზე უნდა გამოდიოდეს, ჰქონდეს საკეტი და იღებოდეს მხოლოდ გარედან.

6. ისეთ სამგზავრო მოდულებს, რომლებიც მარყუჟებითაა დამაგრებული სამოძრაო ტრასაზე (გვარლზე) და სხვა ამდაგვარ დანადგარებს უნდა ჰქონდეს დამატებითი დამცავი ელემენტები, რომლებიც რაიმე დაზიანების შემთხვევაში მგზავრთა უსაფრთხოების გარანტიას ქმნიან.

7. კონსოლურ «მფრინავ» კარუსელებზე, სადაც კონსოლის აწევის სიმაღლე თავად ადამიანის მიერ იმართება, ოპერატორის მიერ ჯერ უნდა ჩაირთოს მოწყობილობა «აწევა», ხოლო შემდეგ სატრიალო აგრეგატი. დაწევის მექანიზმის ჩართვა ისე უნდა იქნეს გათვლილი, რომ დაშვებისას სატრიალო აგრეგატის გაჩერებამდე ყველა სამგზავრო მოდულმა მიიღოს საწყისი (ქვედა) მდებარეობა.

8. კარუსელებზე, რომლებზეც დასაჯდომი ან დასადგომი  ადგილები იწევა ან ყირავდება, ეს პროცესი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც მიღწეული იქნება კარუსელის ტრიალის ყველაზე დიდი სიხშირე, ხოლო დაწევა უნდა დამთავრდეს მანამდე, სანამ ტრიალის სიხშირე შემცირებას დაიწყებ