1. ატრაქციონის ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს მისი ტექნიკური შემოწმების შემდეგ.
2. ატრაქციონები ექსპლუატაციაში გაშვებამდე, უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №317 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის“ შესაბამისად.
3. ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის არმქონე ატრაქციონების ექსპლუატაცია შეიძლება განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელთა შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) ატრაქციონის ან მისი ცალკეული ელემენტების სიმტკიცისა და მდგრადობის გაანგარიშებაზე დამყარებული დადებითი დასკვნა;
ბ) ლითონკონსტრუქციის მასალის ქიმიური ანალიზის და მექანიკური თვისებების შესახებ დადებითი დასკვნა;
გ) ლითონკონსტრუქციის მდგრადობის და შენადუღ შეერთებათა ხარისხის დამადასტურებელი დადებითი დასკვნა.
4. ატრაქციონებს ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად თან უნდა ახლდეს დამამზადებლის შესაბამისობის დეკლარაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დამამზადებლის დასახელებასა და მისამართს;
ბ) ატრაქციონის ტიპს და სერიულ ნომერს;
გ) დამონტაჟების წელს;
დ) ყველა შესაბამის მოთხოვნას, რომლებსაც შეესაბამება ატრაქციონი;
ე) მითითებას შესაბამისობის სერტიფიკატზე;
ვ) დამამზადებლის ხელმომწერი პირის მონაცემებს.
5. საექსპლუატაციო დოკუმენტები (საექსპლუატაციო და სამონტაჟო ინსტრუქციები), რომლებიც თან ახლავს ატრაქციონს, შედგენილი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
6. ატრაქციონის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს რეგლამენტის, სტანდარტის და ატრაქციონის თანმხლები ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისა