1. მოძრავი ატრაქციონების მოძრავი და გამოწეული ნაწილების სხვა საგნებისგან დაშორება და მოძრაობის ტრაექტორია უნდა იყოს სტანდარტის  მოთხოვნათა შესაბამისად.

2. სამგზავრო მოდულები აღჭურვილი უნდა იყოს მყარად დამონტაჟებული სკამებით, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ჩამკეტი მოწყობილობებით და ფეხების საყრდენებით.

3. ატრაქციონების მოძრავი ნაწილები აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების (მცველი) მოწყობილობით. უსაფრთხოების რომელიმე მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ავტომატურად უნდა ამუშავდეს უსაფრთხოების სხვა, პირველისგან დამოუკიდებელი, მისი ტოლფასი დამატებითი მოწყობილობა.

4. სამგზავრო მოდულებში შესასვლელი უნდა იკეტებოდეს და აკმაყოფილებდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

5. სამგზავრო მოდულის შემთხვევითი გაჩერებისას (მაგ. ელექტროენერგიის  მიწოდების შეწყვეტის მიზეზით) უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი უსაფრთხო ადგილზე მიყვანისა და გაჩერების შესაძლებლობა.

6. ადამიანთა უსაფრთხოების ღვედები, რკალები, მისაბმელი ქამრები, აგრეთვე სამგზავრო მოდულის კარები და ჩამკეტი ჯაჭვები მომსახურე პერსონალის მიერ მგზავრთა ყოველი ჩასხდომისას უნდა ჩაიკეტოს და შემოწმდეს.

7. ელექტროაგრეგატები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მართვის რაიმე არასწორმა ოპერაციამ არ გამოიწვიოს მათი დაზიანება ან ადამიანთა დაშავება, ასევე შესაძლებელი იყოს ელექტროაგრეგატების საწყის მდგომარეობაში მოყვანა.

8. მოძრავი ატრაქციონის ბაქანზე დაუშვებელია ატრაქციონის ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული  ადამიანების რაოდენობაზე მეტის  შესვლა.

9. მოძრავი ნაწილები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ჩაირთოს, რაც მომსახურე პერსონალი დარწმუნდება, რომ ყველა ადამიანს  დაკავებული აქვს ადგილი, უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა დაცულია და ბაქანი თავისუფალია.

10. სამგზავრო მოდულის დაძვრა, დამუხრუჭება და მოძრაობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

11. ატრაქციონებზე ბავშვების ასაკობრივი და ადამიანების რაოდენობრივი შეზღუდვები, ასევე საგნების შეტანის და ცხოველების შეყვანის შესაძლებლობა უნდა შეესაბამებოდეს ატრაქციონის ექსპლუატაციის ინსტრუქციითა და სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებ