1. ატრაქციონებში გამოყენებული ბაგირები უნდა იყოს მთლიანი (გადაბმების გარეშე) და აკმაყოფილებდეს ატრაქციონის ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და სტანდარტის მოთხოვნებს.

2. ატრაქციონებზე ბაგირები და ჯაჭვები ისეთი სახით უნდა განლაგდეს და დამაგრდეს, რომ გამორიცხული იყოს ბაგირების დოლებიდან ან ბლოკებიდან, ხოლო ჯაჭვების – ვარსკვლავადან, ამოვარდნა და ლითონკონსტრუქციის ელემენტებთან შეხების შედეგად გადახეხვის შესაძლებლობა.

3. ატრაქციონში გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ შედუღებულ რგოლებიანი ჯაჭვებ