1. ატრაქციონის დასამზადებლად მასალა უნდა შეირჩეს ელემენტების დატვირთვის ხარისხის და გარემოს ტემპერატურის ზღვრული მნიშვნელობების გათვალისწინებით მათი მუშა და არამუშა მდგომარეობისთვის. მონაცემები გამოყენებული მასალის მარკისა და ტემპერატურის ზღვრული მნიშვნელობების, აგრეთვე ელემენტების დატვირთვის შესახებ ასახული უნდა იყოს ატრაქციონის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
2. ატრაქციონისა და მასში გამოყენებული დეკორაციების დასამზადებლად გამოყენებული უნდა იყოს ძნელადაალებადი მასალები სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ლითონკონსტრუქციების შედუღებისთვის გამოყენებულ შესადუღებელ მასალებს უნდა ჰქონდეს ლითონის ნაკერის და შედუღებული შეერთების ისეთი მექანიკური თვისებები (სიმტკიცის და დენადობის ზღვარი, ფარდობითი წაგრძელება და დარტყმითი სიბლანტე), რომლებიც არაა კონსტრუქციის ძირითადი ლითონის აღნიშნული თვისებების ქვედა ზღვრულ მაჩვენებლებზე ნაკლები.
4. ერთ შეერთებაში სხვადასხვა მარკის ლითონის გამოყენების შემთხვევაში, შედუღებული ლითონის მექანიკური თვისებები უნდა შეესაბამებოდეს მათ შორის უდიდესი სიმტკიცის ზღვარის მქონე ლითონის თვისებებ