1. ტექნიკური რეგლამენტი ატრაქციონების უსაფრთხოების შესახებ (შემდგომში –  რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომლებიც აპროექტებენ, ამზადებენ, აშენებენ, ამონტაჟებენ და ექსპლუატაციას უწევენ ატრაქციონებს.

2. რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება ატრაქციონებზე, რომელთაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს სანახაობრივ – გასართობად განკუთვნილ დროებით ან მუდმივად დამონტაჟებულ 0,3 მ/წმ და მეტი სიჩქარის უწყვეტად მოძრავი (როდესაც მოძრავ გონდოლაში ჩასხდომისათვის საჭიროა მგზავრის თანმხვედრი მოძრაობა) ან 1,5 მ/წმ და მეტი სიჩქარის მქონე ელექტრომექანიკურ მოწყობილობას ან/და კონსტრუქციას ადამიანთა გადასაადგილებლად, რომელსაც გააჩნია 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან 3,5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმიანი ან/და კონსოლიანი რთული საინჟინრო სივრცითი ნაგებობ