1. საწარმოს ტექნიკურ მდგომარეობაზე/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირად ითვლება პირი, რომელიც უზრუნველყოფს ატრაქციონების გამართულ მდგომარეობას და უსაფრთხო ექსპლუატაციას სათანადო მომსახურების, ტექნიკური შემოწმების გზით.
2. საწარმოს ტექნიკურ მდგომარეობაზე/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს ევალება საწარმოს გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის მიზნით:
ა) განსაზღვროს ატრაქციონების და მისი ცალკეული ელემენტების პერიოდული დათვალიერების, ტექნიკური მომსახურების და რემონტის თანამიმდევრობა;
ბ) უზრუნველყოს თანამდებობრივი ინსტრუქციის შემუშავება პასუხისმგებელი პირისათვის, საწარმოო ინსტრუქციის – მომსახურე პერსონალისათვის, ასევე უზრუნველყოს კონტროლი მათ შესრულებაზე.
3. ატრაქციონის გამართულ მდგომარეობაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირის ან შესაბამისი სამსახურის განსაზღვრა ევალება საწარმოს ხელმძღვანელ